მუხურის კლასტერი

სოფელი მუხური არის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ლამაზი და შთამბეჭდავი ბუნების, ადგილობრივი ფლორის, კლიმატის, და სოფლის-მეურნეობაში აქტიურად ჩართული ადგილობრივების ერთობლიობას, საკუთარი ტრადიციებით, ღირსშესანიშნაობებითა და ისტორიით. სოფელში ასევე გახსნილია კვლევითი ცენტრი მუხურში მობინადრე ქართული მთის, რუხი ფუტკრის, მეგრული პოპულაციის განსაკუთრებული ჯიშის (ასევე ცნობილი როგორც მუხურის ფუტკარი) მოძიებასა და შენახვისთვის.

ადგილობრივი მუხურელებისთვის მეფუტკრეობა ერთერთ ძირითად, ტრადიციული მეურნეობას წარმოადგენს. სოფელ მუხურთან მდებარე ხობისწყლის ხეობა თაფლოვან მცენარეთა მრავალფეროვნებით იდეალურ გარემოს ქმნის ფუტკრისათვის. ადგილობრივების გადმოცემით მუხურში ბინადრობს ქართული მთის რუხი ფუტკრის – მეგრული პოპულაციის დედა ფუტკარი, რომელიც დაჯილდოებულია გამორჩეული ანატომიური და ბუნებრივი თვისებებით. მუხურში თაფლის გარდა იწარმოება მეფუტკრეობიდან მიღებული სხვა პროდუქციაც, რაც ადგილობრივ წარმოებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

მუხურის გამორჩეული კულტურული, ბუნებრივი, თუ კლიმატური პოტენციალისა და სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩეხეთის რესპუბლიკის დაფინანსებით, გაეროს
ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) მუხური აარჩია როგორც საპილოტე კლასტერი, სადაც წარმოდგენილია მცირე მეწარმეებისა და მეფუტკრეების ერთობლიობა. მცირე მეწარმეების ერთობლიობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ადგილობრივი განვითარებისათვის და მუხურის კლასტერის დაფუძნებისათვის. პროექტს ეწოდება „მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმეებისთვის კონკურენტუნარიანობის გაზრდა კლასტერის განვითარების მეთოდით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“. პროექტი მიზნად ისახავს მუხურის კლასტერში ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიც არის მეფუტკრეობა, და მუხურის კლასტერში არსებული სიმდიდრეებისა და შესაძლებლობების გამოყენება სასოფლო-ტურიზმის გასავითარებლად.

სასოფლო და სამეურნეო-ტურიზმის კუთხით მუხური დამსვენებლებისთვის აქტივობების ისეთი პოტენციალით გამოირჩევა, როგორიცაა ლაშქრობა, კანიონინგი, სპელეოლოგია და სპელეოდაივინგი, კაიაკინგი, ადგილობრივი სილამაზეებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ბუნებრივი თუ კულტურული ძეგლების ნახვა, ბუნებაში გასეირნება, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელ კულტურულ ღონისძიებებში და კულინარიაში მონაწილეობის მიღება და სხვა.

Shopping Cart